26 მაისს აზერბაიჯანიდან საქართველოში პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა – კობახიძე

26 მაისს აზერბაიჯანიდან საქართველოში პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა – კობახიძე

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

„მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოსთან. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების და ტურისტული მიმოსვლის გაფართოების კუთხით“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს

ირაკლი კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტასა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს,…
ალენ ბერსესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროსაბჭოსთან – ირაკლი კობახიძე

ალენ ბერსესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროსაბჭოსთან –…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროსაბჭოსთან.…
რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძე ზელენსკითან შეხვედრაზე?

რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძე ზელენსკითან შეხვედრაზე?

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დახურულ შეხვედრაზე, რომელიც უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა, ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ამის შესახებ მან სომხეთში ჟურნალისტებს ევროპული პოლიტიკური…